ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში.
ქალაქი ლაგოდეხი.
აღმოსავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დასავლეთით - ყვარლის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით - დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით საზღვრავს სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები.
istoria
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიიის სიღნაღის მაზრაში შედიოდა. 1921 წლიდან საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფით სიღნაღის მაზრაში, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. 2006 წლიდან ეწოდება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი“.
ლაგოდეხის სახელწოდება პირველად მოიხსენიება ჯუანშერის მატიანეში „ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასალისა“, რომელშიც დამოწმებულია ტოპონიმი „ლაკუასტი“, ანუ „ლაკვასტი“ (ფუძე - „ლაკვა“ სულხან საბას განმარტებით წყლიან ადგილს ნიშნავს ).
administraciuli mowyoba
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი არის დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ლაგოდეხი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანო (მერია), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი დასაკრებულო 4 წლის ვადით ირჩევა. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2021 წელს.
მუნიციპალიტეტში გაერთიანებულია 15 ადმინისტრაციული ერთეული. ქალაქ ლაგოდეხის გარდა, მუნიციპალიტეტში 67 დასახლებული პუნქტია:
ადმინისტრაციული ერთეულები |
1 |
ქ. ლაგოდეხი |
|
2 |
არეშფერანი |
ზემო ბოლქვი, ქევხიანი, ქვემო ბოლქვი, ხოშატიანი |
3 |
აფენი |
ბაღდადი, გვიმრიანი, ზემო ნაშოვარი, ონანაური, ფოდაანი, ქვემო ნაშოვარი, ჭაბუკიანი |
4 |
ბაისუბანი |
ზემო მსხალგორი, პატარა გორი, ქვემო მსხალგორი |
5 |
გიორგეთი |
გუჯარეთი, ვერხვის მინდორი, ლაფნიანი, ფიჩხისბოგირი |
6 |
ვარდისუბანი |
მშვიდობიანი, საქობო, სვიდება |
7 |
კაბალი |
განჯალა, უზუნთალა, ყარაჯალა |
8 |
კართუბანი |
ბოლოკიანი, ნაენდროვალი, ნაწისქვილარი |
9 |
ლელიანი |
ბალთა, ბებურიანი, მეორე ლელიანი, მირსკისეული, ნამესრალი, ქალქვა |
10 |
მაწიმი |
რაჭისუბანი |
11 |
ნინიგორი |
განათლება, გელათი, ზემო გურგენიანი, ზემო ხიზა, ქვემო გურგენიანი, ხიზაბავრა |
12 |
ფონა |
დონა, ზემო ფონა, ქვემო ფონა, ზემო ხეჩილი, ქვემო ხეჩილი |
13 |
შრომა |
კავშირი |
14 |
ცოდნისკარი |
დავითიანი, თელა, შეერთება, ჩადუნიანი, წიფლისწყარო |
15 |
ჭიაური |
ერეთისკარი, თამარიანი, წითელგორი |
geografia
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13 °C. ნალექების წლიური რაოდენობა მერყეობს 650 მმ-დან 1080 მმ-მდე. აქაური კლიმატისთვის დამახასიათებელია სეტყვა და გვალვა. მაღალმთიან ნაწილებში განვითარებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი და გრილი ზაფხული, ნალექების წლიური მოცულობა კი 1200-1800 მმ-ს აღწევს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მდიდარია ზედაპირული და გრუნტის წყლებით. მთავარ ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარე ალაზანი, რომელიც ჩამოედინება გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია კაბალი, მაწიმისწყალი, ლაგოდეხისწყალი, არეში და აფენისხევი.
reliefi
გეომორფოლოგიურად მუნიციპალიტეტის ტერიტორია ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ვაკისა და მთის.
ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში შემოდის ახალგაზრდა მეოთხეული ნალექებით აგებული ალაზნის მთათაშუა აკუმულაციური ვაკე, რომელიც მუნიციპალიტეტის ფარგლებში ზღვის დონიდან 200-დან 450 მ-მდე ვრცელდება. ვაკე დაფარულია კენჭნარით, თიხებითა და ქვიშებით. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ალაზნის ვაკის სიგრძეა დაახლოებით 28 კმ. ალაზნის ვაკის სამხრეთ ნაწილი აგებულია ალუვიური ნაფენებით და ბრტყელი ზადაპირით გამოირჩევა. ჩრდილოეთ ნაწილში შედარებით ამაღლებულია და წარმოდგენილია ამოზიდვის კონუსებით და შლეიფებით, რომელთა შეფარდებითი სიმაღლე რამდენიმე ათეული მეტრია.
მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი გაშლილია კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. კახეთის კავკასიონი სწორედ აქაურ მიწებთან მთავრდება (კახეთის კავკასიონი მწვერვალ დიდი ბორბალოდან მწვერვალ ტინოვროსომდე ვრცელდება). ტინოვროსო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვარზე მდებარეობს. მისი სიმაღლეა 3374 მ. აგებულია დოგერული (შუა) და ლიასური (ქვედა) თიხაფიქლებით. კახეთის კავკასიონზე აღმართულია მწვერვალები: ხოჩალდაღი (3484 მ), ხიმრიკი (3109 მ), ნუსულოსა (2929 მ) და უღელტეხილები მსხალგორა (2900 მ) და მაჩხალროსა (3066 მ).
Siga wylebi
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი შიგა წყლებით მდიდარია. მთავარ ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარე ალაზანი, რომელიც ჩამოედინაბა გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია კაბალი, მაწიმისწყალი, ლაგოდეხისწყალი, არეში და აფენისხევი.
კაბალი იბადება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 48 კმ, აუზის ფართობი 391 კმ². მდინარე ზოგადად ჯერ სამხრეთ-დასავლეთისაკენ მიედინება, შემდეგ უხვევს სამხრეთისაკენ სადაც ერთვის მდინარე ალაზანს (მარცხ). მთავარი შენაკადია არეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება ასევე მდინარე მაწიმისწყალი, რომელიც ალაზანს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ერთვის (საქართველოს ფარგლებში მისი სიგრძეა 19 კმ). მთავარი შენაკადია მდინარე ლაგოდეხისწყალი, რომლის სიგრძეა 31 კმ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მდინარეებიდან გამოსაყოფია ასევე ბაისუბანი, ნინოსხევი და შრომისხევი. შრომისხევზე არის ჩანჩქერი (სიმაღლე 90 მ), რომელიც ზამთარში იყინება და ქმნის ულამაზეს პეიზაჟს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ალპურ ზონაში არის ტბები: ბაშლეხელი, ხალახელი და სხვ. ბაშლეხელი ზღვის დონიდან 2713 მეტრ სიმაღლეზეა და 12,8 მ მაქსიმალური სიღრმე აქვს. ტბის ქვაბული მყინვარული წარმოშობისაა და მისი წყალი სისუფთავით გამოირჩევა. აქვეა ხალახელის ტბაც, რომელიც ასევე მყინვარული წარმოშობისაა.
hava
ალაზნის ვაკეზე ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13 °C. მინიმუმი - 23 °C.
ნალექები 650 მმ-დან 1080 მმ-მდე. აქაური კლიმატისათვის დამახასიათებელია სეტყვიანობა და გვალვა. მაღალმთიან ნაწილებში განცითარებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი და გრილი ზაფხული. იანვრის საშუალო წლიური ტემპერატურაა - 8 °C. ნალექები 1200-1800 მმ.
ქალაქ ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა. ზამთარში დამახასიათებელია ცივი ზამთარი, ხოლო ზაფხული ცხელია.
niadagebi
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან ნაწილში განვითარებულია მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგი. გვხვდება ასევე საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგი.
ამასთან მთის ტყის ზონის ქვემო ნაწილში განვითარებულია ყომრალი ნიადაგი. ზედა ნაწილში ღია ფერის ტყის ყომრალი ნიადაგია. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია მდელოს ალუვიური უკარბონატო ნიადაგი. გამოზიდვის კონუსებსა და შლეიფებზე გვხვდება ალუვიურ-პროლუვიური ნიადაგი.
landSaftebi
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი სახეები:
- ვაკე მდელო-ბუჩქნარით ალუვიურ უკარბონატო ნიადაგებზე;
- ვაკე ჭაობებით მურყნარით ალუვიურ და მდელო ტყის ნიადაგებზე;
- გამოზიდვის კონუსებიანი ვაკე ტყე ბუჩქნარით ალუვიურ-პროლუვიურ ნიადაგებით;
- ტყის ყომრალი ნიადაგები მუხნარ რცხილნარით;
- ტყის ყომრალი ნიადაგები წაბლნარით და წიფლნარით;
- ალპური მდელოები;
- სუბალპური მდელოები.
fauna
მაღალმთიანეთში გვხვდება შველი, ირემი, დათვი, არჩვი, მგელი. ბევრგანაა კურდღელი, გარეული ღორი, ტყის თაგვი, დედოფალა, კვერნა, ციყვი და მაჩვი.
ალპურ ზონაში არის აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი და კავკასიური ირემი. აკლიმატიზებულია ნუტრია. ორნითოფაუნას ქმნიან: კოდალა, ყვავი, შაშვი, მწყერი, კავკასიური როჭო, არწივი, შურთხი და სხვ.
მდინარეებში მოიპოვება მურწა, წვერა, ჭანარი, ხრამული, კალმახი და სხვ.
flora
კახეთის კავკასიონზე გავრცელებულია მუხნარ-რცხილნარი, უფრო მაღლა გვხვდება წიფლნარი, ნეკერჩხალი, წაბლი, ცაცხვი, რცხილა.
ალაზნის ვაკეზე ლეშამბიანი ტყეებია, სადაც ხარობს ცაცხვი, იფანი, ნეკერჩხალი, მუხა, რცხილა, თელა, ვერხვი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა უძველესი და ულამაზესი ლაგოდეხის ნაკრძალი, რომელიც მდიდარია ფლორითა და ფაუნით. ნაკრძალის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 700-800 მ-იდან 2100 მ-მდე არის წიფლის ტყეები, რომელსაც ალაგ-ალაგ ურევია რცხილა, უფრო ზემოთ წიფელს ცირცელისა და არყის ტყე-ბუჩქნარები სცვლიან. ნაკრძალშია თავმოყრილი საქართველოში მცენარეთა სახეობების თითქმის 60 %. გვხვდება ასევე მოცვი, ჟენშენი, ჯონჯოლი, ასკილი, შინდი და უცვეთელა. ლაგოდეხის ნაკრძალში არის ყვავილოვან მცენარეთა 1500 სახეობა.
demografia
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 41.2 ათას ადამიანს. აქედან საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს 5.7 ათასი, ხოლო სასოფლო დასახლებაში 35.4 ათასი ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
1989 |
54 402 |
2002 |
51 119 |
2014 |
41 678 |
2021 |
41 200 |
ekonomika
მუნიციპალიტეტის შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ვაჭრობა და წარმოების განვითარება. ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით. წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მეთამბაქოეობა, მარცვლოვანი და ეთერზეთოვანი კულტურების წარმოება, მევენახეობა, მეხილეობა, მებაღჩეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტში არის თამბაქოს საფერმენტაციო, ღვინის, ყველ-კარაქის ქარხნები, სხვა პროფილის მცირე საწარმოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ლაგოდეხი-ზაქათალის მიმართულებით, სადაც მდებარეობს ლაგოდეხის საბაჟო.
turizmi
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტუმრობენ ძირითადად ეკოტურიზმით, სათავგადასავლო ტურიზმით და კულტურული ტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორები.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს აგვისტოს მდგომარეობით ვიზიტორთა რაოდენობა შეადგენს 3432 ადამიანს; 2020 წელს აღრიცხულია 6079 ვიზიტორი, 2019 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა 59 761, ხოლო 2018 წელს - 57 472 ვიზიტორი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ტურისტული საინფორმაციო ცენტრები არ ფუნქციონირებს, თუმცა შესაძლებელია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად განისაზღვროს სასურველი ტურისტული მარშრუტები.
lagodexis daculi teritoriebi
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19755 ჰა) და აღკვეთილს (4500 ჰა). დღეისათვის ლაგოდეხის აღკვეთილში მოწყობილია ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: „როჭოს ჩანჩქერი“, „ნინოსხევის ჩანჩქერი“, „მაჭის ციხე“, „შავი კლდეების ტბა“ და „ბუნების შემეცნების ბილიკი“.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ცენტრალური შესასვლელი ინტეგრირებულია ადმინისტრაციულ და ვიზიტორთა კომპლექსთან. ადმინისტრაციულ კორპუსში მოწყობილია საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც ვიზიტორს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და არსებული ტურისტული მარშრუტებიდან მისთვის სასურველი აირჩიოს.
kultura
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სახალხო დრამატული თეატრი, მუზეუმი, ბავშვთა თეატრი, თოჯინების სახალხო თეატრი, სახალხო დრამატული თეატრი, ფოლკლორული ანსამბლი „გრაალი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი ჰერეთი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ლაკვასტა, ქორეოგრაფიული ანსამბლი ილიელი.
ქალაქ ლაგოდეხში განთავსებულია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საექსპოზიციო დარბაზი.
festivalebi da saxalxo dResaswaulebi
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აღინიშნება საეკლესიო და სახალხო დღესასწაულები |
დასახელება |
თარიღი |
აღწერა |
„ჰერეთობა“ |
შემოდგომა |
სახალხო დღესასწაული ტრადიციულად შემოდგომაზე აღინიშნება. ადგილობრივ მოსახლეობას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საშუალება ეძლევა გაეცნონ მუნიციპალიტეტის მიღწევებს; საპატიო მოქალაქეების, წარმატებული სპორტსმენების, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლების დაჯილდოვებას. |
„თევდორობა“ |
აღდგომიდან შვიდი კვირით ადრე |
წმინდა თევდორეს ხსენების დღე. აღდგომიდან შვიდი კვირით ადრე სოფელ ლელიანში აღინიშნება, სადღესასწაულო წირვის შემდეგ იმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები. |
„მამუკაობა“ |
9 აპრილი |
მამუკა ნოზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე სოფელ კართუბანში აღინიშნება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გვირგვინით ამკობს მამუკა ნოზაძის საფლავს, აღევლინება სულის მოსახსენიებელი პარაკლისი. |
„კოსტაობა“ |
21 სექტემბერი |
ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. აღინიშნება 21 სექტემბერს სოფელ არეშფერანში, სადაც იმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები; აგრეთვე, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ ქართული ტრადიციული კერძები და ეზიარონ ქართული სუფრის ადათ-წესებს. |
„ნოვრუზ-ბაირამობა“ |
მარტი |
დღესასწაული ახალ დღეს, დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს. ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ. |
RirSesaniSnaobebi
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან გამოსაყოფია სოფელ ლელიანში მდებარე წმინდა თევდორეს ეკლესია, რომელიც აშენებულია XI-XII სს. სოფელში ნაპოვნია ე.წ. ლელიანის განძი, რომელიც აღმოაჩინეს გასული საუკუნის 20-იან წწ.
- სხვა ისტორიული ძეგლებია: ფონის, არეშფერანის, ხოშატის ეკლესიები.
ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
მუზეუმი დაარსებულია 1975 წელს. მუზეუმის ფონდი ძირითადად შედგება ძველი ჰერეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალისაგან: ქვის, ბრინჯაოს, თიხის სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, სამკაული, სამუშაო იარაღი, ნუმიზმატიკა; მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი მხარის ეთნოგრაფიული და ფოტომასალა.
ganaTleba
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს - 28 საჯარო სკოლა და 31 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 6235 მოსწავლეს, ხოლო სკოლამდელი აღზრდის ასაკის ბავშვთა რაოდენობაა - 1513.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 5 ბიბლიოთეკა. კერძოდ: ქ. ლაგოდეხში 1 ცენტრალური ბიბლიოთეკა და 4 სასოფლო ბიბლიოთეკა (სოფელი ვარდისუბანი, გიორგეთი, კართუბანი და ლელიანი).
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საზოგადოებრივი კოლეჯის „აისის“ ფილიალი ფუნქციონირებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის „სახელოვნებო სკოლების გაერთიანებაში“ შედის 4 სამუსიკო და 1 სამხატვრო სკოლა: ქ. ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლა, სოფ. აფენის სახელოვნებო სკოლა, სოფ. ლელიანის სახლოვნებო სკოლა, სოფ. ვარდისუბნის სახელოვნებო სკოლა და ქალაქ ლაგოდეხის სამხატვრო სახელოვნებო სკოლა.
sporti
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ბალანსზე არსებობს შემდეგი სპორტული კომპლექსები:
- ქ. ლაგოდეხი, ზაქათლის ქ N12-ში მდებარე სპორტული კომპლექსი,
- ქ. ლაგოდეხში, წმ. ნინოს ქუჩაზე მდებარე სპორტული მოედანი „რანი“,
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში მდებარე სპორტული კომპლექსი,
- ქ. ლაგოდეხში, ზაქათლის ქუჩაზე მდბარე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი,
- ქ. ლაგოდეხი, კუდგორის ქუჩაზე მდებარე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი,
- ქ. ლაგოდეხი, რუსთაველის ჩიხში მდებარე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი,
- ლაგოდეხის მუნიციპალლიტეტის სოფ. ცოდნისკარში მდებარე სპორტული კომპლექსი.
gamoCenili adamianebi
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამოჩენილი ადამიანები |
daZmobilebuli qalaqebi
|